Sunday, July 17, 2011

ეკო–პრობლემა ნაგავსაყრელი


პროექტის სახელი: სოფ. სარეკის ეკოლოგიური პრობლემა – ნაგავსაყრელი.

პროექტის მოკლე აღწერა : სოფელში იქ სადაც მოსახლეობაა კერძოდ,ლაბაძეების უბანი, არის ნაგავსაყრელი , რომელიც დიდ ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით ზ
აფხულში.

პროექტის სრული აღწერა : სოფელ სარეკში ღია ნაგავსაყრელები მოსახლეობისათვის ქმნის ერთ–ერთ ეკოლოგიურ პრობლემას.განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში,როცა ტემპერატურა მაღალია  აქტიურია ხრწნის პროცესი , რასაც თან ახლავს უსიამოვნო სუნი,მწერების და მღრღნელების ინტენსიური გამრავლება. ეს ყველაფერი აწუხებს ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობას. ქათმები , ღორები , ძროხებიც კი ნაგავსაყრელზე დადიან  და ღებულობენ  არასასურველ საკვებს.საშიშროება არსებობს სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებისა. ეს ტერიტორია სასოფლო–სამეურნეო სავარგულად ამჟამად გამოუყენებადია.

მონაწილეთა ასაკი: IX-X  კლ.

ვადები: ერთი კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეების მიერ დათვალიერებული იქნა ეს ტერიტორია, გადაღებულია სურათები

No comments:

Post a Comment