ნიკო კეცხოველის სასკოლო გუნდის სახელით სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც დააფინანსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მოსწავლეებისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ორ დღიანი ეკო-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა და კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა.,,ტურის მონაწილეებმა ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ. დაათვალიერეს ჰერბარიუმი და ფრინველთა ფოტოები“. მოსწავლეებს პარკის რეინჯერებმა ჩაუტარეს ლექცია კოლხეთის დაბლობის შესახებ, ისაუბრეს პარკში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ლექციის შემდეგ მოსწავლეები პანტონით გავიდნენ პალიასტომის ტბაზე სადაც აწარმოეს გადამფრენ ფრინველებზე მონიტორინგი. პროექტის ძირითადი მიზანი სწორედ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება და აღრიცხვა იყო, მოსწავლეები უზრუნველყოფილები იყვნენ ბინოკლებითა და ბუკლეტებით სადაც აღწერილი იყო ყველა გადამფრენი ფრინველი რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში იყო შემჩნეული. მათ შეძლეს ფრინველებზე დაკვირვება და მათი აღწერა, პროექტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ეკო-ტურის მსვლელობა გააშუქა სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ.
natokapanadze
Thursday, January 10, 2019
ნიკო კეცხოველის სასკოლო გუნდის სახელით სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომელიც დააფინანსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მოსწავლეებისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო ორ დღიანი ეკო-ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თომა დეკანოიძემ, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა და კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებმა.,,ტურის მონაწილეებმა ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ. დაათვალიერეს ჰერბარიუმი და ფრინველთა ფოტოები“. მოსწავლეებს პარკის რეინჯერებმა ჩაუტარეს ლექცია კოლხეთის დაბლობის შესახებ, ისაუბრეს პარკში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. ლექციის შემდეგ მოსწავლეები პანტონით გავიდნენ პალიასტომის ტბაზე სადაც აწარმოეს გადამფრენ ფრინველებზე მონიტორინგი. პროექტის ძირითადი მიზანი სწორედ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება და აღრიცხვა იყო, მოსწავლეები უზრუნველყოფილები იყვნენ ბინოკლებითა და ბუკლეტებით სადაც აღწერილი იყო ყველა გადამფრენი ფრინველი რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში იყო შემჩნეული. მათ შეძლეს ფრინველებზე დაკვირვება და მათი აღწერა, პროექტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ეკო-ტურის მსვლელობა გააშუქა სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ.
Wednesday, January 9, 2019
თანამშრომლობა კვერეთის კალმახსაშენთან
სარეკის
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის
პრეზიდენტთან, ბატონ შოთა ჯოხაძესთან. შეხვედრა საჩხერის რაიონ სოფელ კვერეთის კალმახსაშენში
შედგა,სადაც მან ბავშვებს აუხსნა პროექტის მნიშვნელობა და დეტალურად აჩვენა თუ როგორ
ხდება ნაკადულის კალმახის მოშენება, მოსწავლეებმა დაათვალიერეს აუზები და ხელოვნურად
შექმნილი ტბორი, სადაც სადედე და მდინარეში გასაშვები კალმახებია მოშენებული, ასევე
ინკუპატორები სადაც ხდება ქვირითის განაყოფიერება და მათი აკვარიუმში გადაყვანა. აღსანიშნავია
ის ფაქტიც, რომ ასეთი პროექტი საქართველოში მხოლოდ სოფელ კვერეთის ხეობაში ხორციელდება.
ბატონმა შოთამ ისაუბრა ბრაკონიერობით გამოწვეულ პრობლემებზე და რეგულაციებზე, აგრეთვე
სპორტული თევზჭერის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოში. მოსწავლეები შეუთანხმდნენ
მას კვერეთის კალმახსაშენთან მემორანდუმის გაფორმებაზე და დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები
: ბავშვები მიიწვიეს კალმახის ქვირითობის დროს კალმახსაშენში , ასევე დაგეგმეს ერთობლივი
დასუფთავების აქცია. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა და კალმახსაშენის ადმინისტრაციამ
ერთობლივად დარგეს ჭნავის ხეები.
სარეკის
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ კვერეთის კალმახსაშენის ადმინისტრაციასთან და საქართველოს
გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტთან ბატონ შოთა ჯოხაძესთან ერთად განახორციელეს
დასუფთავების აქცია სოფელ კვერეთის კალმახსაშენში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოინახულეს
მათ მიერ დარგული ჭნავის ხეები და ნაკადულის კალმახი, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბატონ
შოთასთან სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ აქტივობებზე.
საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოაწავლეები,27 ივნისს,თევზჭერის საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ დაბა კვერეთში,ნაკადულის კალმახის სახელმწიფო საშენში.მოგეხსენებათ,ნაკადულის
კალმახი საქართველოს ენდემური სახეობაა რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.ამ პრობლემის
გადაჭრის მიზნით, 2016 წლის სექტემბერში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ
წამოიწყო პროექტი ,,კეთილი საქმე" რომელიც მიზნად ისახავს ამ სახეობის ხელოვნურ
გამრავლებას და შემდეგ ბუნებრივ პირობებში გაშვებას მისი შემცირებული პოპულაციის აღდგენის
მიზნით.ეს პროექთი დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს და სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც
აქტიურად ადევნებენ თვალყურს. თევზჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კალმახსაშენში
ჩამოსული იყვნენ:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
და მისი მოადგილე იური ნოზაძე,სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი
და მისი მოადგილე გიორგი მეტრეველი ასევე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ ტყემალაძე და გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი
შოთა ჯოხაძე.კალმახსაშენის ტერიტორიაზე ასევე იყვნენ ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს
წარმომადგენლები. მოსწავლეებმა მათთან ერთად დაათვალიერეს ნაკადულის კალმახის საშენ
მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაობი,ასევე ბატონ მინისტრთან ლევან
დავითაშვილთან ერთად ბუნებრივ პირობებში,მდინარე ჩიხურაში გაუშვეს ნაკადულის კალმახის
200-მდე ლიფსიტა. სარეკის საჯარო სკოლამ მემორანდუმი გააფორმა სსიპ ,,ეროვნულ საშენ
მეურნეობასთან" მომავალში ურთიერთანამშროლობის მიზნით.მემორანდუმს ხელი მოაწერეს
საშენი მეურნეობის დირექტორმა ბატონმა რევაზ ბეჟაშვილმა და სარეკის საჯარო სკოლის დირექტორმა
ქალბატონმა ლალი აბჟანდაძემ. ასევე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა თეიმურაზ ტყემალაძემ ბავშვებს საჩუქრად გადასცა ჟურნალ
,,ველური ბუნების" სამივე ნომერი და შესთავაზა მეოთხე ნომრის პრეენტაციის ერთად
განხილვა, რაზეც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით დათანხმდენ.მან ასევე შესტავაზა მდ.
ალაზნის ჭალის ტყისა და ადგილობრივი ფაუნის დათვალიერება. სარეკის საჯარო სკოლამ და
ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ერთობლივად დაგეგმეს
სხვადასხვა ღონისძიებები როგორიცაა სტუმრობა საშენში ორნითოფერმისა და სხვადასხვა სანერგე
სისტემების დათვალიერების მიზნით,ასევე, კაკბების გაშვება ერთობლივად ბუნებრივ ირობებში
და სხვა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ ლევან დავითაშვილთან ერთად. სარეკის საჯარო
სკოლის მოსწავლეთა მუშაობა დაშუქდა ტელეკომპანია ,,იმერვიზიის' საშუალებით.
კვირას,
4 ნოემბერს სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი დაბა კვერეთში,ნაკადულის კალმახის
საშენში შეხვდა პარტნიორი სამთავრობო ორგანიზაციის ,,ეროვნული საშენი მეურნეობის"
წარმომადგენლებს, საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის წევრებს,მის პრეზიდენტს და
პროექტის მენეჯერს შოთა ჯოხაძეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი
ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის იქტიოლოგს რამაზ მიქელაძეს. შეხვედრის მიზანი იყო
მწარმოებელი, სადედე კალმახების შემოწმება.მოგეხსენებათ,ოქტომბრის ბოლო და მთელი ნოემბერი
ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდია.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჯერ არც
დასავლეთ და არც აღმოსავლეთ პოპულაციის კალმახები არ არიან მზად საქვირითოდ.შემოწმება
გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში.
25
ნოემბერს სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პარტნიორ
ორგანიზაციასთან, ნაკადულის კალმახის სახელმწიფო საშენში,მწარმოებელი კალმახის შემოწმების
მიზნით.შესამოწმებლად ჩამოსული იყვნენ საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი
და პროექტის მენეჯერი შოთა ჯოხაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი
ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის იქთიოლოგი რამაზ მიქელაძე.შემოწმების შედეგად დასავლეთ
პოპულაციის კალმახები ჯერ არ იყვნენ მზად, რაც შეეხება აღმოსავლეთის პოპულაციის კალმახებს
მათი ნაწილი მზად იყო ქვირითობისთვის.მოხდა თევზების გამოწველა და ქვირითის განაყოფიერება
და შემგომ მათი ინკუპატორში გადაყვანა. რაშიც უშუალოდ ეკო კლუბის წვრებმაც მიიღეს მონაწილეობა.შემოწმება
გაგრძელდება მთელი ნოემბერ-დეკემბერში.და მთავარი მიზანია ჯანსაღი პოპულაციის მიღება
რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული საქართველოს მდინარეების მხარდაჭერასთან და სამომავლოდ
სპორტული თევზჭერის განვითარევასთან საქართველოში.
Tuesday, January 8, 2019
ეკოკლუბის სახელწოდება----- არტემიდა
სლოგანი-----გადაარჩინე ბუნება
ეკოკლუბ ,,არტემიდას’’
დებულება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულებ აგანსაზღვრავს ეკოკლუბ,,არტემიდას’’
ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, კურატორის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ეკოკლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
ეკოკლუბი შეიქმნა CENN-ის მიერ ,
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად ნიკო კეცხოველის
2019 წლის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული სასკოლო კონკურსის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
ეკოკლუბი დარეგისტრირდა პორტალზე forestry.ge
მუხლი2. ეკოკლუბის მიზნები
გარემოს დაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის
მხარდაჭერა
·
მდგრადი
განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ
თემში
·
გარემოსდაცვითი
და სათემო ინიციატივების და პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის,
ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ
საზოგადოებაში
სათემო
განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, იდეების ინკუბაცია სათემო და
კერძო ინიციატივებისათვის
·
ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვის, სათემო განვითარებისა
და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში
·
ინსტიტუციებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერება
დამოუკიდებელი
გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება
·
მოსწავლეების,
პედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და
ადვოკატირებაში
მუხლი 3. ეკოკლუბის ფუნქციები
§ 1.სკოლაში სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
§ 2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე გარემოს დაცვითი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
§ 3.მოსწავლეების ჩართვა გარემოს დაცვითი განათლების
მიღების პროცესში
§ 4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების ორგანიზება დაჩატარება.
§ 5. საკონკურსო თემატიკის შესაბამისად
მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში
,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა’’
მუხლი 4. ეკოკლუბის წევრობა
1.
ეკოკლუბის
წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც
გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს ეკოკლუბის მიზნებს, წარმოადგენს
საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს ეკოკლუბის საქმიანობის ეფექტურად
წარმართვის მიზნით.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება
იყოს სხვა კლუბის წევრიც.
3. ეკოკლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია:
·
წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
·
მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.
ეკოკლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში
ბ) მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
გ) ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან კურატორისგან ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით საჭიროების შემთხვევაში
ეკოკლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ეკოკლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ) გაუფრთხილდეს ეკოკლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 5. ეკოკლუბის ლიდერი
ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვს ეკოკლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის
არჩევამდე.
ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის
საფუძველზეც.
ეკოკლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს საქმიანობას
ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს
გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას
დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს
ვ) თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან
ზ) უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.
თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიში, დაურთოს
ფოტომასალა და წარუდგინოს ეკოკლუბის ხელმძღვანელს (კურატორს).
ეკოლკლუბის ხელმძღვანელობა
კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, ...........
კათედრისერთ-ერთიწევრი, რომელიც ირჩევა კათედრის სხდომაზე ყოველი
სასწავლო წლის დასაწყისში.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის მუშაობას.
ზრუნავს კლუბის საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი
ა) ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს დასაზაფხულო არდადეგებს
ბ) ეკოკლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ.
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ- კვირას.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის
საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ლალი
აბჟანდაძეს
ამავე
სკოლის ---- კლასის მოსწავლის
სახელი, გვარი
განცხადება
მოგეხსენაბათ რომ თქვენდამი რწმუნებულ სკოლაში
ფუნქციონირებას იწყებს ეკო-კლუბი, რომელიც ჩაერთვება cenn-ის კონკურსში ,, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
-2019“. სურვილი მაქვს მეც გავწევრიანდე ამ
კლუბში, აქტიურად ჩავერთო ეკო-კლუბის მიერ განხორციელებულ აქტივობებში და ჩემი წვლილი
შევიტანო გარემოს დაცვით ღონისძიებებში.
ეკოკლუბის სამოქმედო გეგმა
|
|
აქტივობის დასახელება
|
აქტივობის მოკლე აღწერილობა
|
შემსრულებელი
|
განხორციელების დრო
|
შედეგი
|
|
1
|
მოსწავლეთა განცახდების
მიღება; გასაუბრება. კლუბის შემადგენლობის დადგენა
|
კლუბის კურატორი განიხილავს
კლუბში გაწევრიანების მსურველი მოსწავლეების განცხადებას და მათთან გასაუბრების
შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას
|
კლუბის კურატორი
|
აპრილი, 2018
|
მოსწავლეები ინფორმირებული
არიან კლუბის მიზნებზე, ამოცანებზე და საქმიანობებზე
|
|
2.
|
ეკოკლუბის სამუშაო გეგმის
შედგენა
|
ეკოკლუბის წევრები კურატორის
დახმარებით შეადგენენ სამოქმედო გეგმას ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის
თემატიკის გათვალისწინებით
|
კლუბის კურატორი, ლიდერი და
წევრები
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბს აქვს გარემოსდაცვითი
თემატიკის შესაბამისი სამუშაო გეგმა
|
|
3.
|
ნიკო კეცხოველის სასკოლო
კონკურსის პირობების პრეზენტაცია
|
კონკურსის მიზნების,
თემატიკის, ქულების დაგროვების წესების გაცნობა
|
კლუბის კურატორი, ლიდერი
მოსწავლე
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბის წევრებს აქვთ
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ
|
|
4.
|
ეკოკლუბის რეგისტრაცია forestry.ge-ზე
|
კლუბის წევრების რეგისტრაცია forestry.ge-ზე კონკურსების განყოფილებაში
|
კლუბის კურატორი, ლიდერი
მოსწავლე
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბი რეგისტრირებულია
პორტალზე და ხდება მასალების განთავსება
ქულების დაგროვების მიზნით
|
|
5.
|
ტრენინგების დაგეგმვა და
ჩატარება თემებზე: ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა;
ენერგოეფექტიანობა,
თბოიზოლაცია;
ეკოტურიზმი;
ბუნებრივი კატასროფები;
ნარჩენების მართვა;
ბიომრავალფეროვნება;
წყალი, ჰიგიენა და სანიტარია;
გენდერი;
|
სკოლის სხვა მოსწავლეებისა მათ
შორის უმცროსკლასელების გათვითცნობიერება აღნიშნულ საკითხებით
|
კლუბის წევრები
|
ყოველ კვირეულად
|
ინფორმირებულობა აღნიშნული
საკითხების მიმართ
|
|
6.
|
ლაშქრობები
|
ლაშქრობის მარშრუტების
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ტყის რეკრაციული მარშრუტების რუკა და ნიკო კეცხოველის
წიგნებში აღწერილი მარშრუტები
|
კლუბის წევრები კურატორთან
ერთად
|
2018 წლის ოქტომბერ-
ნოემბერ-დეკემბერი
|
ნიკო კეცხოველის გზის გავლა და
დაკვირვება ეკოსისტემებზე
|
|
7.
|
გამწვანების აქციები/სკვერის
მოწყობა
|
სკოლის ეზოსა და მიმდებარე
ტერიტორიების გამწვანება, მოდინახის ფერდობის განაშენიანება
|
კლუბის წევრები სატყეოს
რეინჯერები
|
2018წლის ნოემბერ-დეკემბერი
|
|
|
8.
|
დასუფთავების აქციები
|
რაიონისა და სოფლის სხვადასხვა
ტერიტორიები
|
კლუბის წევრები
|
რეგულარულად
|
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი უნარების
განვითარება
|
|
9.
|
გარემოსდაცვითი დღეების
აღნიშვნა
|
ნიადაგის მსოფლიო დღის
აღნიშვნა
|
კლუბის წევრები ,კურატორები
|
5 დეკამბერი 2018წ
|
შეხვედრები: ნ. კიკნაველიძესა
და მ.ლაბაძესთან. ინფორმირება ნიადაგების შესახებ
|
|
10.
|
ნიკო კეცხოველის იუბილის აღნიშვნა
|
ნიკო კეცხოველი იუბილესადმი
მიძღვნილი ღონისძიება
|
კლუბის წევრები კურატორები
მოწვეული სტუმრები
|
27 დეკემბერი 2018წ
|
მოსწავლეები მოწვეულ სტუმრებს
გააცნობენ თავიანთ საქმიანობებს და ღონისძიებით აღნიშნავენ ნიკო კეცხოველის 121
წლისთავს
|
|
11
|
აქცია,,ერთი ნაპობი შეშა“
|
მთელ სკოლაში შეშის შეგროვება და შეჭირვებულთა
დახმარება
|
მთელი სკოლა
|
2018 წ დეკემბერი
|
ხელმოკლე ოჯახების დახმარება,
თანადგომის ამაღლება
|
|
12
|
|
|
|
|
|
Subscribe to:
Comments (Atom)