Wednesday, January 9, 2019


 თანამშრომლობა კვერეთის კალმახსაშენთან
სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტთან, ბატონ შოთა ჯოხაძესთან. შეხვედრა საჩხერის რაიონ სოფელ კვერეთის კალმახსაშენში შედგა,სადაც მან ბავშვებს აუხსნა პროექტის მნიშვნელობა და დეტალურად აჩვენა თუ როგორ ხდება ნაკადულის კალმახის მოშენება, მოსწავლეებმა დაათვალიერეს აუზები და ხელოვნურად შექმნილი ტბორი, სადაც სადედე და მდინარეში გასაშვები კალმახებია მოშენებული, ასევე ინკუპატორები სადაც ხდება ქვირითის განაყოფიერება და მათი აკვარიუმში გადაყვანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი პროექტი საქართველოში მხოლოდ სოფელ კვერეთის ხეობაში ხორციელდება. ბატონმა შოთამ ისაუბრა ბრაკონიერობით გამოწვეულ პრობლემებზე და რეგულაციებზე, აგრეთვე სპორტული თევზჭერის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოში. მოსწავლეები შეუთანხმდნენ მას კვერეთის კალმახსაშენთან მემორანდუმის გაფორმებაზე და დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები : ბავშვები მიიწვიეს კალმახის ქვირითობის დროს კალმახსაშენში , ასევე დაგეგმეს ერთობლივი დასუფთავების აქცია. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა და კალმახსაშენის ადმინისტრაციამ ერთობლივად დარგეს ჭნავის ხეები.
სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფელ კვერეთის კალმახსაშენის ადმინისტრაციასთან და საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტთან ბატონ შოთა ჯოხაძესთან ერთად განახორციელეს დასუფთავების აქცია სოფელ კვერეთის კალმახსაშენში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოინახულეს მათ მიერ დარგული ჭნავის ხეები და ნაკადულის კალმახი, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბატონ შოთასთან სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ აქტივობებზე.


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოაწავლეები,27 ივნისს,თევზჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ დაბა კვერეთში,ნაკადულის კალმახის სახელმწიფო საშენში.მოგეხსენებათ,ნაკადულის კალმახი საქართველოს ენდემური სახეობაა რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის სექტემბერში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წამოიწყო პროექტი ,,კეთილი საქმე" რომელიც მიზნად ისახავს ამ სახეობის ხელოვნურ გამრავლებას და შემდეგ ბუნებრივ პირობებში გაშვებას მისი შემცირებული პოპულაციის აღდგენის მიზნით.ეს პროექთი დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს და სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ადევნებენ თვალყურს. თევზჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კალმახსაშენში ჩამოსული იყვნენ:გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილე იური ნოზაძე,სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი და მისი მოადგილე გიორგი მეტრეველი ასევე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ ტყემალაძე და გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი შოთა ჯოხაძე.კალმახსაშენის ტერიტორიაზე ასევე იყვნენ ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მოსწავლეებმა მათთან ერთად დაათვალიერეს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაობი,ასევე ბატონ მინისტრთან ლევან დავითაშვილთან ერთად ბუნებრივ პირობებში,მდინარე ჩიხურაში გაუშვეს ნაკადულის კალმახის 200-მდე ლიფსიტა. სარეკის საჯარო სკოლამ მემორანდუმი გააფორმა სსიპ ,,ეროვნულ საშენ მეურნეობასთან" მომავალში ურთიერთანამშროლობის მიზნით.მემორანდუმს ხელი მოაწერეს საშენი მეურნეობის დირექტორმა ბატონმა რევაზ ბეჟაშვილმა და სარეკის საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი აბჟანდაძემ. ასევე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ ბატონმა თეიმურაზ ტყემალაძემ ბავშვებს საჩუქრად გადასცა ჟურნალ ,,ველური ბუნების" სამივე ნომერი და შესთავაზა მეოთხე ნომრის პრეენტაციის ერთად განხილვა, რაზეც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით დათანხმდენ.მან ასევე შესტავაზა მდ. ალაზნის ჭალის ტყისა და ადგილობრივი ფაუნის დათვალიერება. სარეკის საჯარო სკოლამ და ეროვნულმა საშენმა მეურნეობამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ერთობლივად დაგეგმეს სხვადასხვა ღონისძიებები როგორიცაა სტუმრობა საშენში ორნითოფერმისა და სხვადასხვა სანერგე სისტემების დათვალიერების მიზნით,ასევე, კაკბების გაშვება ერთობლივად ბუნებრივ ირობებში და სხვა. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ბატონ ლევან დავითაშვილთან ერთად. სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუშაობა დაშუქდა ტელეკომპანია ,,იმერვიზიის' საშუალებით.

კვირას, 4 ნოემბერს სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი დაბა კვერეთში,ნაკადულის კალმახის საშენში შეხვდა პარტნიორი სამთავრობო ორგანიზაციის ,,ეროვნული საშენი მეურნეობის" წარმომადგენლებს, საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის წევრებს,მის პრეზიდენტს და პროექტის მენეჯერს შოთა ჯოხაძეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის იქტიოლოგს რამაზ მიქელაძეს. შეხვედრის მიზანი იყო მწარმოებელი, სადედე კალმახების შემოწმება.მოგეხსენებათ,ოქტომბრის ბოლო და მთელი ნოემბერი ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდია.შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჯერ არც დასავლეთ და არც აღმოსავლეთ პოპულაციის კალმახები არ არიან მზად საქვირითოდ.შემოწმება გაგრძელდება მთელი თვის განმავლობაში.

25 ნოემბერს სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაციასთან, ნაკადულის კალმახის სახელმწიფო საშენში,მწარმოებელი კალმახის შემოწმების მიზნით.შესამოწმებლად ჩამოსული იყვნენ საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტი და პროექტის მენეჯერი შოთა ჯოხაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის იქთიოლოგი რამაზ მიქელაძე.შემოწმების შედეგად დასავლეთ პოპულაციის კალმახები ჯერ არ იყვნენ მზად, რაც შეეხება აღმოსავლეთის პოპულაციის კალმახებს მათი ნაწილი მზად იყო ქვირითობისთვის.მოხდა თევზების გამოწველა და ქვირითის განაყოფიერება და შემგომ მათი ინკუპატორში გადაყვანა. რაშიც უშუალოდ ეკო კლუბის წვრებმაც მიიღეს მონაწილეობა.შემოწმება გაგრძელდება მთელი ნოემბერ-დეკემბერში.და მთავარი მიზანია ჯანსაღი პოპულაციის მიღება რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული საქართველოს მდინარეების მხარდაჭერასთან და სამომავლოდ სპორტული თევზჭერის განვითარევასთან საქართველოში.



No comments:

Post a Comment