ეკოკლუბის სახელწოდება----- არტემიდა
სლოგანი-----გადაარჩინე ბუნება
ეკოკლუბ ,,არტემიდას’’
დებულება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულებ აგანსაზღვრავს ეკოკლუბ,,არტემიდას’’
ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, კურატორის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ეკოკლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
ეკოკლუბი შეიქმნა CENN-ის მიერ ,
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად ნიკო კეცხოველის
2019 წლის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული სასკოლო კონკურსის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
ეკოკლუბი დარეგისტრირდა პორტალზე forestry.ge
მუხლი2. ეკოკლუბის მიზნები
გარემოს დაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის
მხარდაჭერა
·
მდგრადი
განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ
თემში
·
გარემოსდაცვითი
და სათემო ინიციატივების და პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის,
ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ
საზოგადოებაში
სათემო
განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, იდეების ინკუბაცია სათემო და
კერძო ინიციატივებისათვის
·
ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვის, სათემო განვითარებისა
და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში
·
ინსტიტუციებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერება
დამოუკიდებელი
გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება
·
მოსწავლეების,
პედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და
ადვოკატირებაში
მუხლი 3. ეკოკლუბის ფუნქციები
§ 1.სკოლაში სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
§ 2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლის გარეშე გარემოს დაცვითი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
§ 3.მოსწავლეების ჩართვა გარემოს დაცვითი განათლების
მიღების პროცესში
§ 4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების ორგანიზება დაჩატარება.
§ 5. საკონკურსო თემატიკის შესაბამისად
მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში
,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა’’
მუხლი 4. ეკოკლუბის წევრობა
1.
ეკოკლუბის
წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც
გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს ეკოკლუბის მიზნებს, წარმოადგენს
საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს ეკოკლუბის საქმიანობის ეფექტურად
წარმართვის მიზნით.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება
იყოს სხვა კლუბის წევრიც.
3. ეკოკლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია:
·
წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
·
მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.
ეკოკლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში
ბ) მონაწილეობდეს კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
გ) ფლობდეს ინფორმაციას კლუბის ლიდერის ან კურატორისგან ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით საჭიროების შემთხვევაში
ეკოკლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ეკოკლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ) გაუფრთხილდეს ეკოკლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 5. ეკოკლუბის ლიდერი
ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვს ეკოკლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის
არჩევამდე.
ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის
საფუძველზეც.
ეკოკლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს საქმიანობას
ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს
გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას
დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს
ვ) თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან
ზ) უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.
თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიში, დაურთოს
ფოტომასალა და წარუდგინოს ეკოკლუბის ხელმძღვანელს (კურატორს).
ეკოლკლუბის ხელმძღვანელობა
კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, ...........
კათედრისერთ-ერთიწევრი, რომელიც ირჩევა კათედრის სხდომაზე ყოველი
სასწავლო წლის დასაწყისში.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის მუშაობას.
ზრუნავს კლუბის საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი
ა) ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს დასაზაფხულო არდადეგებს
ბ) ეკოკლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ.
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ- კვირას.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სარეკის
საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ ლალი
აბჟანდაძეს
ამავე
სკოლის ---- კლასის მოსწავლის
სახელი, გვარი
განცხადება
მოგეხსენაბათ რომ თქვენდამი რწმუნებულ სკოლაში
ფუნქციონირებას იწყებს ეკო-კლუბი, რომელიც ჩაერთვება cenn-ის კონკურსში ,, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია
-2019“. სურვილი მაქვს მეც გავწევრიანდე ამ
კლუბში, აქტიურად ჩავერთო ეკო-კლუბის მიერ განხორციელებულ აქტივობებში და ჩემი წვლილი
შევიტანო გარემოს დაცვით ღონისძიებებში.
ეკოკლუბის სამოქმედო გეგმა
|
|
აქტივობის დასახელება
|
აქტივობის მოკლე აღწერილობა
|
შემსრულებელი
|
განხორციელების დრო
|
შედეგი
|
|
1
|
მოსწავლეთა განცახდების
მიღება; გასაუბრება. კლუბის შემადგენლობის დადგენა
|
კლუბის კურატორი განიხილავს
კლუბში გაწევრიანების მსურველი მოსწავლეების განცხადებას და მათთან გასაუბრების
შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას
|
კლუბის კურატორი
|
აპრილი, 2018
|
მოსწავლეები ინფორმირებული
არიან კლუბის მიზნებზე, ამოცანებზე და საქმიანობებზე
|
|
2.
|
ეკოკლუბის სამუშაო გეგმის
შედგენა
|
ეკოკლუბის წევრები კურატორის
დახმარებით შეადგენენ სამოქმედო გეგმას ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის
თემატიკის გათვალისწინებით
|
კლუბის კურატორი, ლიდერი და
წევრები
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბს აქვს გარემოსდაცვითი
თემატიკის შესაბამისი სამუშაო გეგმა
|
|
3.
|
ნიკო კეცხოველის სასკოლო
კონკურსის პირობების პრეზენტაცია
|
კონკურსის მიზნების,
თემატიკის, ქულების დაგროვების წესების გაცნობა
|
კლუბის კურატორი, ლიდერი
მოსწავლე
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბის წევრებს აქვთ
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ
|
|
4.
|
ეკოკლუბის რეგისტრაცია forestry.ge-ზე
|
კლუბის წევრების რეგისტრაცია forestry.ge-ზე კონკურსების განყოფილებაში
|
კლუბის კურატორი, ლიდერი
მოსწავლე
|
მაისი, 2018
|
ეკოკლუბი რეგისტრირებულია
პორტალზე და ხდება მასალების განთავსება
ქულების დაგროვების მიზნით
|
|
5.
|
ტრენინგების დაგეგმვა და
ჩატარება თემებზე: ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა;
ენერგოეფექტიანობა,
თბოიზოლაცია;
ეკოტურიზმი;
ბუნებრივი კატასროფები;
ნარჩენების მართვა;
ბიომრავალფეროვნება;
წყალი, ჰიგიენა და სანიტარია;
გენდერი;
|
სკოლის სხვა მოსწავლეებისა მათ
შორის უმცროსკლასელების გათვითცნობიერება აღნიშნულ საკითხებით
|
კლუბის წევრები
|
ყოველ კვირეულად
|
ინფორმირებულობა აღნიშნული
საკითხების მიმართ
|
|
6.
|
ლაშქრობები
|
ლაშქრობის მარშრუტების
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ტყის რეკრაციული მარშრუტების რუკა და ნიკო კეცხოველის
წიგნებში აღწერილი მარშრუტები
|
კლუბის წევრები კურატორთან
ერთად
|
2018 წლის ოქტომბერ-
ნოემბერ-დეკემბერი
|
ნიკო კეცხოველის გზის გავლა და
დაკვირვება ეკოსისტემებზე
|
|
7.
|
გამწვანების აქციები/სკვერის
მოწყობა
|
სკოლის ეზოსა და მიმდებარე
ტერიტორიების გამწვანება, მოდინახის ფერდობის განაშენიანება
|
კლუბის წევრები სატყეოს
რეინჯერები
|
2018წლის ნოემბერ-დეკემბერი
|
|
|
8.
|
დასუფთავების აქციები
|
რაიონისა და სოფლის სხვადასხვა
ტერიტორიები
|
კლუბის წევრები
|
რეგულარულად
|
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი უნარების
განვითარება
|
|
9.
|
გარემოსდაცვითი დღეების
აღნიშვნა
|
ნიადაგის მსოფლიო დღის
აღნიშვნა
|
კლუბის წევრები ,კურატორები
|
5 დეკამბერი 2018წ
|
შეხვედრები: ნ. კიკნაველიძესა
და მ.ლაბაძესთან. ინფორმირება ნიადაგების შესახებ
|
|
10.
|
ნიკო კეცხოველის იუბილის აღნიშვნა
|
ნიკო კეცხოველი იუბილესადმი
მიძღვნილი ღონისძიება
|
კლუბის წევრები კურატორები
მოწვეული სტუმრები
|
27 დეკემბერი 2018წ
|
მოსწავლეები მოწვეულ სტუმრებს
გააცნობენ თავიანთ საქმიანობებს და ღონისძიებით აღნიშნავენ ნიკო კეცხოველის 121
წლისთავს
|
|
11
|
აქცია,,ერთი ნაპობი შეშა“
|
მთელ სკოლაში შეშის შეგროვება და შეჭირვებულთა
დახმარება
|
მთელი სკოლა
|
2018 წ დეკემბერი
|
ხელმოკლე ოჯახების დახმარება,
თანადგომის ამაღლება
|
|
12
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment